დემოს მოთხოვნადემო

წიგნები თქვენია და ყოველთვის თქვენთან რჩება

ყოველი ცვლილება ჩანს: ვინ შეცვალა, როდის და რა. წაშლილი აღდგება, დახურული თვე დახურული რჩება.

ბუღალტერიყველაფერიმენეჯერისაქონელი, ფასები, ზედნადებებიმოლარემხოლოდ სალარომესაწყობემიღება და აღრიცხვა
თითო კომპანია ცალკე

თითოეული კომპანიის წიგნები ცალკე ბაზაში ინახება და სხვა კომპანიისას არ ერევა.

სარეზერვო ასლი ყოველდღე

ასლი თავად კეთდება, ყოველ დღე. ღრუბელში წიგნები ბოლო 30 დღის ნებისმიერ მომენტზე აღდგება.

სრული ასლი ერთი ღილაკით

წიგნებს ნებისმიერ დროს მთლიანად ჩამოტვირთავთ. მონაცემები თქვენია და პროგრამაში დაკეტილი არ რჩება.

წაშლილი აღდგება

წაშლილი დოკუმენტი 30 დღე სანაგვეში რჩება და იქიდან მთლიანად აღდგება. შეცდომას სტორნოც ასწორებს.

დახურული პერიოდი

დახურულ თვეში ცვლილება აღარ შედის, ხვალინდელი თარიღით გატარება კი საერთოდ არ კეთდება.

ვინ, როდის, რა

ყოველ დოკუმენტს ახლავს ისტორია: ვინ შექმნა და ვინ შეცვალა. აუდიტის ჟურნალი არ იცვლება, rs.ge-ისა და ბანკის პაროლები დაშიფრულია.

ნახეთ SOLO თქვენი კომპანიის მონაცემებით

დაგიკავშირდებით და პროგრამას თქვენს ციფრებზე გაჩვენებთ.