რაც შემოდის, SOLO გატარებად აქცევს
ლურჯად არის ის, რასაც ბუღალტერი დღეს ხელით გადაწერს, ფირუზისფრად კი ის, რაც SOLO-ში მზად ხვდება. ყველაფერი ჩვეულებრივი გატარებაა ანგარიშთა გეგმით: ჩანს, იხსნება და სწორდება.
ანგარიშ-ფაქტურა ზედნადებით იწერება და rs.ge-ზე ებმის. მყიდველის დადასტურებაც აქვე ჩანს.
ყოველ სტრიქონს SOLO თავად სთავაზობს ანგარიშს და კონტრაგენტს: წინა ოპერაციით, IBAN-ით, ს/კ-ით ან თქვენი წესით. დუბლიკატს ცნობს და ბანკის საბოლოო ნაშთს ადარებს.
ტრანსპორტის და გადამზიდის ხარჯი საქონელზე ნაწილდება ღირებულებით ან რაოდენობით.
ფისკალური პრინტერი Daisy და ბანკის ტერმინალი მაღაზიის კომპიუტერთან. ჩეკი არ დაიბეჭდა ან ტერმინალმა არ დაადასტურა, SOLO გაყიდვას არ წერს.
საშემოსავლოს დეკლარაციის დანართები rs.ge-ზე ასატვირთ ფაილად. წარდგენა ბუღალტრის ღილაკია.
სავალუტო ანგარიშები, ვალები და სესხები თვის ბოლოს გადაფასდება. ავანსი რჩება გადახდის დღის კურსით, როგორც სტანდარტი მოითხოვს.
ნახეთ SOLO თქვენი კომპანიის მონაცემებით
დაგიკავშირდებით და პროგრამას თქვენს ციფრებზე გაჩვენებთ.
შპს მაგალითი