დემოს მოთხოვნადემო

რას გვეკითხებიან ხშირად

თუ თქვენს კითხვას აქ ვერ იპოვით, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.

Balance-იდან ყველაფერი გადმოვა?

გატარებები, კონტრაგენტები, საქონელი, დოკუმენტები და ნაშთები. ბოლოს SOLO ნაშთებს, ვალებს და ბრუნვებს ძველ ციფრებს ადარებს და ყველა სხვაობას სტრიქონად გაჩვენებთ.

rs.ge-სთვის რა მჭირდება?

rs.ge-ზე შექმნილი სერვისის მომხმარებელი, ჩვეულებრივი წესით. მის სახელს და პაროლს SOLO-ში ჩაწერთ, და ის დაშიფრული ინახება. ღრუბლოვანი ვერსიისთვის IP-ს ნუ მიაბამთ: Cloudflare-ის მისამართი იცვლება.

ჩემს მაგივრად რამეს გაგზავნის rs.ge-ზე?

არა. SOLO rs.ge-ს კითხულობს, ზედნადებს ან ფაქტურას კი მხოლოდ თქვენი ღილაკით წერს. დეკლარაციას თქვენ წარადგენთ: SOLO ამზადებს ციფრებს და ასატვირთ ფაილს.

სად ინახება ჩემი მონაცემები?

ღრუბლოვან SOLO-ში თითოეულ კომპანიას ცალკე ბაზა აქვს და ის ბოლო 30 დღის ნებისმიერ მომენტზე აღდგება. სრულ ასლს ნებისმიერ დროს თავად ჩამოტვირთავთ. სურვილის შემთხვევაში SOLO თქვენს ოფისის კომპიუტერზეც მუშაობს.

ვინ ხედავს ჩემს წიგნებს?

მხოლოდ ის, ვისაც თქვენ მოიწვევთ, თქვენ მიერ არჩეული როლით: ბუღალტერი, მენეჯერი, მოლარე ან მესაწყობე. ისტორიაში ჩანს, ვინ რა გააკეთა.

რამდენი კომპანია შეიძლება?

რამდენიც გჭირდებათ. თითოეულს ცალკე წიგნები და ცალკე გუნდი აქვს, და მათ შორის გადასვლა ერთი დაჭერით ხდება.

Excel-ში გამოტანა შეიძლება?

თითქმის ყველა ანგარიში და რეპორტი Excel-ში ჩამოიტვირთება. მთელი ბაზაც ფაილად.

ინტერნეტის გარეშე იმუშავებს?

ღრუბლოვან ვერსიას ინტერნეტი სჭირდება. მაღაზიისთვის არის ადგილობრივი ვერსიაც: სალარო მაღაზიის ქსელში მუშაობს, ინტერნეტის გარეშეც.

დღგ-ის გადამხდელი არ ვარ. გამომადგება?

დიახ, ორივე რეჟიმი მუშაობს. სანამ გადამხდელი არ ხართ, SOLO 12 თვის ზღვარს ადევნებს თვალს.

რა ღირს?

ფასი კომპანიის მოცულობაზეა დამოკიდებული: რამდენი დოკუმენტი და რამდენი მომხმარებელია. მოგვწერეთ, და დემოს შემდეგ ზუსტ ფასს გეტყვით.

ნახეთ SOLO თქვენი კომპანიის მონაცემებით

დაგიკავშირდებით და პროგრამას თქვენს ციფრებზე გაჩვენებთ.